მაიმუნი მკვდარ შვილს დასტირის

  16:16:22     19-10-2017

მაიმუნს მკლავებზე მკვდარი ნაშიერი ჰყავს დაწვენილი და ტკივილისგან ტირის. ეს მომენტი ინდოელმა ფოტოგრაფმა, ავინაშ ლოდჰიმ ქალაქ ჯაბალპურის სიახლოვეს გადაიღო.

სიმაღლიდან ჩამოვარდნილი პატარა მაიმუნი ფოტოზე მკვდარს ჰგავს, მაგრამ როგორც ფოტოგრაფმა განაცხადა, სურათის გადაღების შემდეგ, ცხოველი წამოხტა და გაიქცა.

„ამ ფოტომ ჩემს გულში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა, რადგან მთელი ჩემი ფოტოგრაფიული კარიერის მანძილზე, მსგავსი არაფერი მინახავს. ასეთი მომენტი უიშვიათესია, განსაკუთრებით ცხოველებში“- ამბობს ფოტოგრაფი.