ასპინძის გამგებელი: "სუს-ის მხრიდან გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს"
15:26:29     19-10-2017
ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის თქმით, სუს-ის მხრიდან გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს. ლევან ცაბაძე „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა ის არჩევნებში კენჭს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ლევან ცაბაძე ამბობს, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ასპინძაში სუს-ის გააქტიურება. გამგებლის თქმით ისინი ცდილობენ, რომ დააშინონ გამგეობის თანამშრომლები და შექმნან იმიტაცია, თითქოს ლევან ცაბაძე მათ აიძულებს თანამდებობა დატოვონ. ცაბაძე ამბობს იმასაც, რომ გამგეობის თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრება.
"რუსთავი 2"-ს ცნობით, ასპინძის გამგეობა 7-მა თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მათ პოსტები სუს-ის ზეწოლის შედეგად დატოვეს. თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც მათი ნაწილი ამბობს, გადაწყვეტილების მიზეზი საშემოდგომო მოსავლის აღება გახდა.
ლევან ცაბაძე კი ამბობს, რომ მათ ეშინიათ და მსგავს განცხადებებს ამიტომ აკეთებენ.
„ამ ადამიანების უმეტესობა იმყოფებოდა შვებულებაში. არანაირი საჭიროება არ იყო იმის, რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება წასვლაზე,“-განაცხადა ლევან ცაბაძემ.
გამგებლის თქმით მასთან პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება სუს-ის ზეწოლის შედეგად მიიღეს.