![საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს](http://presa.ge/img/multimedia/a72588.jpg)
საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს
13:55:59     18-10-2017
საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა პარიზის შემოგარენში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ათი მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავეს, რომელებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებზე და მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
დაკავებულები 17-დან 25 წლამდე პირები არიან, მათ შორის 9 მამაკაცი და 1 ქალია.
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, ორგანიზაცია "ფრანგული ქმედების" აქტივისტ ლოგამონთან იყვნენ დაკავშირებული, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს.
თავდასხმის სავარაუდო სამიზნეს მეჩეთში შეკრებილი მიგრანტებიც წარმოადგენდნენ. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მზადება საწყის ეტაპზევე აღიკვეთა.