„ოპოზიციას, განსაკუთრებით კი „ენმ“-ს არ უნდა უკვირდეს, როცა ბიზნესი „ქართულ ოცნებას“ 8 მილიონ ლარს წირავს“

  13:29:52     18-10-2017

„ოპოზიციას, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა უკვირდეს, როცა ბიზნესი „ქართულ ოცნებას“ 8 მილიონ ლარს წირავს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დღეს ბიზნესი 2012 წლისგან განსხვავებით თავისუფალია რეკეტისგან. 

„თუ ოპოზიციას უკვირს ის, რომ დაახლოებით 8 მილიონი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესისგან, ეს მათი პრობლემაა. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში 2012 წლამდე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. დღეს ბიზნესი თავისუფალია და იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი 8 მილიონ ლარს წირავს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს ოპოზიციას, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“, ბუნებრივია, არ უნდა უკვირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.