ბარსელობარსელონაში ასობით ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა

  10:43:15     18-10-2017

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დემონსტრაციის ორგანიზატორები კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. ასობით ადამიანი ორი დაკავებული პოლიტიკოსის გათავისუფლებას ითხოვს.

ჟორდი სანჩესი და ჟორდი კუიქსარტი, რომლებიც 1 ოქტომბერს გამართული ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორები იყვნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის ბრალდებით დააკავეს.

ესპანეთის სასამართლომ ორი კატალონიელი სეპარატისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ნაციონალისტური ორგანიზაცია Omnium Cultural-ის ხელმძღვანელ ჟორდი კუიშარსა და „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ მეთაურ ჟორდი სანჩესს. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწოდებაში ედებათ ბრალი და რეფერენდუმის მთავარ ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები არალეგიტიმურად ცნო.