ქუთაისის პარლამენტის შენობაში წყალი ჩავიდა

  15:51:05     17-10-2017

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში სათლები დგას და წყალი ჭერიდან ჩამოდის. ასევე დატბორილია პროკურატურის და იუსტიციის სახლის სარდაფები.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და სარდაფებს წყლისგან წმენდენ.