2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შენიშვნებით მთავრობას უკან გადაუგზავნა

  12:10:13     17-10-2017

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შენიშვნებით მთავრობას უკან გადაუგზავნა. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობს, რის გამოც პროექტის დაბრუნება მოხდა. 

​მას იმედი აქვს, რომ მთავრობა კანონმდებლების შენიშვნებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახავს. 

„იყო სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, იყო სახანძრო უზრუნველყოფასთან და სხვადასხვა მიმართულებით კითხვები, იყო დაფინანსება სხვადასხვა მიმართულების პროექტების. არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელსაც ვფიქრობ, რომ მთავრობა გადამუშავებულ ვერსიაში გაითვალისწინებს და მივიღებთ ადეკვატურ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 2018 წელს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს.