რუსეთის თავდაცვის მინისტრი: სირიაში სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება

  11:21:42     17-10-2017

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, სირიაში სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ სერგეი შოიგუმ ისრაელელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სირიასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც სწრაფად უნდა გადაიჭრას.
შოიგუს განმარტებით, "არის რამდენიმე მომენტი, რომელიც სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს".
მან ტერორიზმის საფრთხეზეც ისაუბრა.
„ისეთ პირობებში, როდესაც ტერორიზმი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ბოროტების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის საჰაერი ძალებმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყეს. მიზეზად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის ხელისუფლების დახმარება დასახელდა.