ტრამპმა ქალებზე სექსუალური ძალადობა უარყო

  10:14:02     17-10-2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალებზე სექსუალური ძალადობა უარყო. ამ თემაზე ტრამპმა CNN-ის ეთერში ისაუბრა, მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ქალებზე ზალადობის შესახებ „ცრუ ახალი ამბავია“.

შეგახსენებთ, რომ საქმე შეეხება 10 წლის წინანდელ ვიდეოს, რომელზეც დონალდ ტრამპი ქალების მიმართ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იყენებს. ეს ვიდეო მედიაში წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა.
მაშინ ტრამპს თანაპარტიელები კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ტრამპმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი ქცევა არასწორი იყო.

ტრამპს სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ბრალდებით არა ერთმა ქალმა უჩივლა მას შემდეგ.