ქვემო ქართლში ავტოავარიას 2 ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, 7 ადამიანი კი დაშავდა
16:49:51     16-10-2017
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 26 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადმიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანისას. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ახალგაზრდა იყო.დაშავებულია შვიდი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.