არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს

  15:31:10     16-10-2017

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე აზრით,  მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე არჩევნებზე მივიდეს, რადგან თითოეული ადამიანის ხმამ მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძინა. 

„ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი კახა კალაძეზე საუბრობდა, ხოლო კალაძე თბილისის მომავალ განვითარებაზე, საკუთარ პროგრამასა და იმ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. 

მომდევნო წლების განმავლობაში, ოპოზიცია ჩვენზე ისაუბრებს, ხოლო ჩვენ იმ გეგმებისა და პროგრამების გადაჭრაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე არჩევნებზე მოვიდეს. თითოეული ადამიანის ხმამ მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძინა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.