„ნაცმოძრაობის მთელი რესურსი დღეს ვითარების დაძაბვის მცდელობაზეა მობილიზებული“
10:45:11     16-10-2017
„ნაცმოძრაობის მთელი რესურსი დღეს ვითარების დაძაბვის მცდელობაზეა მობილიზებული. არ გამოსდით!“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა არაერთხელ სცადეს, ხან ერთად მყოფებმა ხან გაშლილი ფრონტით, ახლა ვითომ გაევროპელებულ ფრთასთან ერთად, ხან ვითომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად, სოციალური სიდუხჭირის გასაპროტესტებლად, ხან საგარეო კურსთან, ხან კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოგონილი საკითხებით.
„ანუ იმ პრობლემებს იღებენ "ბრძოლის" ლოზუნგად, რომელთა შექმნას წლები მოანდომეს. რეიტინგის დაქვეითების გამოხატულება მხოლოდმრავალათასიანი მიტინგების მოწყობის წარუმატებელ მცდელობებში არ მდგომარეობს. ხრიოკი ადგილის ბაღნარად ქცევის რეალობა, ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა, მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინვესტიციები, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, საპენსიო ფონდის შექმნა და პრობლემების დაძლევის რეალური პერსპექტივა აჩენს მათი მარგინალიზაციის წინაპირობას. იციან რომ კახა აუცილებლად მოახდენს დაგეგმილის რეალიზაციას, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით ეფექტური იქნება თანაინვესტირების ფონდის მილიარდიანი პროექტებიც. სხვა რაღა დარჩენია ზალიკოს, იქნებ უზრდელობით მაინც მიიქციოს ყურადღება“,- წერს გია ვოლსკი.