„ენმ" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხალხს არ წაართვას არჩევანი“

  09:29:16     16-10-2017

თვითმმართველობის არჩევნების გაყალებების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას გეგმავს. პარტიაში აქცენტს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ზეწოლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიულად დაკომპლექტებაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი შედეგების „ქართული ოცნების“ ინტერესებზე მისადაგებას გეგმავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ხმებს ყველა კანონიერი გზით დაიცავენ.

„არჩევნები რეალურად უკვე ყალბდება, ყოველდღიურად, როცა სუს-ი აშინებს მოსახლეობას და აიძულებს კანდიდატებს მაგალითად, რომ მოხსნან კანდიდატურები, როდესაც უკანონოდ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. არჩევნების დღესაც რა თქმა უნდა, გააგრძელებს „ქართული ოცნება“ ასეთი მაქინაციებით მოქმედებას, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხალხს არ წაართვას არჩევანი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა.