"ვტოვებთ კონსტიტუციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას"
18:11:34     13-10-2017
"ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა. ჩვენ დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ დახვეწილი დოკუმენტით, რომლითაც, როგორც ვენეციის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს არის ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ. ჩვენ ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კონსტიტუციის პროექტზე ხელის მოწერის საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ტექნიკური საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოაწერს ხელს.
მისივე თქმით, ხელმოწერა პრეზიდენტის პრეროგატივაა და თუ ის არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება პასუხისმგებელი ხელის მოწერაზე.