პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
17:19:54     13-10-2017
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
თავდაპირველად კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და შედეგით 8 მომხრე, 110 წინააღმდეგი - ჩააგდო. ამის შემდეგ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დადგა, რომელიც უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.
ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.
პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი დღეს დაახლოებით 5 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო.