”ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” - ”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გამოფინა

  15:58:53     13-10-2017

”ევროპულმა საქართველომ” ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით - ”ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” გამოფინა. 

ოპოზიციური პარტია ამ ფორმით  საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი საკუთარ  დამოკიდებულებას გამოხატავს.
 
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.