ჯილდო ძმები კოენებისათვის
10:51:09     17-05-2011
ძმები, ითენ და ჯოელ კოენები დენ დევიდის პრემიის ლაურეატები გახდნენ. დაჯილდოვების ცერემონია თელ-ავივის უნივერსიტეტში გაიმართა. ტიტულთან ერთად, კოენებს მილიონი დოლარიც გადაეცათ.
კოენები, ტრადციულად, პროექტებზე ერთად მუშაობენ. მათი, ჯერჯერობით, უკანასკნელი სურათი 2010 წელს გამოსული „True Grit“ - ია. ძმები სცენარისტის, რეჟისორის და პროდიუსერის ამპლუას ერთდროულად ითავსებენ. ფილმი 30 „ოსკარზე“ იქნა ნომინირებული, მაგრამ მათგან ერთიც ვერ მიიღო.
დენ დევიდის პრემიას 2000 წლიდან დენ დევიდის ებრაული ფონდი გასცემს. ჯილდო ხელოვანებს და სხვებს, სამ კატეგორიაში გადაეცემათ - „წარსული“, „აწმყო“ და „მომავალი“. კოენებს“ აწმყოს“ ტიტული მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ ამ პრემიით დაჯილდოვებულები არიან ტონი ბლერი და ალბერტ გორი.