ესპანეთში ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო გამანადგურებელი ჩამოვარდა

  17:00:55     12-10-2017

ესპანეთში, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვილ აღლუმში მონაწილე გამანადგურებელი, ლიანოსის ავიაბაზასთან ახლოს ჩამოვარდა და დაიმტვრა.

გავრცელებული ცნობით, პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტრო მომხდარის მიზეზებს იძიებს.
დღეს მადრიდში ესპანეთის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა, რომელიც ქვეყნის მეთაურმა, მეფე ფელიპე VI-მ მიიღო. აღლუმში 4 000 სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტექნიკა და თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.