იტალიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი ეკლესიაში დააკავეს
14:06:16     12-10-2017
იტალიაში კოსმეტიკური მაღაზიიდან პარფიუმერიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი, გაქცევის მცდელობისას, ეკლესიაში დააკავეს.
ინფორმაციას "პირველი არხი" იტალიურ გამოცემა Ilrestodelcarlino-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ჩივიტანოვას რეგიონში მოხდა. 41 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ფარმაცევტული მაღაზიიდან ცდილობდა კოსმეტიკური საშუალებების მოპარვას, რა დროსაც მას სამართალდამცავები დაედევნენ.
გამოძების ცნობით, მან მაღაზიის დახლიდან 400 ევროს ღირებულების პარფიუმერია მოიპარა. თუმცა, მას რამდენიმე სუნამო პარკიდან გადმოუვარდა და მაღაზიის თანამშრომელთა ყურადღება მიიქცია. დამნაშავემ გაქცევა სცადა და ეკლესიაში შევიდა, სადაც ის პოლიციამ აიყვანა.
დაკავებული მონტაკუტოს ციხეში იმყოფება.