პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის 1 უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია
13:24:22     12-10-2017
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს.
„სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პირის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს“, - განაცხადა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარია, რომელიც, მისივე თქმით, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.