ოზურგეთში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

  12:50:35     12-10-2017

ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველების განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა. 

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.