ერაყელი ვირი ამერიკელი სამხედროების სამსახურში
10:46:41     17-05-2011
ვირი, რომელსაც ერაყში აშშ-ის საზღვაო ქვეითები უვლიდნენ, აშშ-ში წაიყვანეს. სახედარმა ფეთ-თერაპიაში უნდა მიიღოს მონაწილობა. ვირს ომაჰაში, ვეტერანების დახმარების ცენტრში ელოდებიან. ამჟამად ერაყელი ვირი ნებრასკაში იმყოფება.
საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც ერაყში მსახურობდნენ, ის ერთერთი ბაზის ტერიტორიაზე იპოვეს და მასზე ზრუნვა დაიწყეს. 2009 წელს, ვირი ადგილობრივმა შეიხმა იშვილა, მაგრამ ერთმა გადამდგარმა ამერიკელმა სამხედრომ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანა მაინც გადაწყვიტა.
ცხოველის ტრანსპორტირებამ 37 დღე წაიღო და 40 ათასი დოლარი დაჯდა. ამ დროისათვის, ვირი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მცირე ხნის შემდეგ მას ომაჰაში გაგზავნიან.