აფგან მუხთარლის მეუღლემ შვილთან ერთად საქართველო დატოვა

  17:19:32     11-10-2017

გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დღეს გაემგზავრა.

ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, თბილისში ბოლო პრესკონფერენციის დროს განაცხადეს, რომ აფხან მუხთარლის გატაცების შემდეგ, ლეილა მუსტაევასა და მის მცირეწლოვან შვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.