„ევროპული საქართველო“ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს
11:28:06     11-10-2017
„ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში უნდა წარსდგნენ ასევე ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები პრემიერისგან და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან პასუხებს ითხოვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.
„პრემიერ-მინისტრს ვიწვევთ, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხები ჩვენს კითხვებს. საზოგადოებას აინტერესებს რა გეგმა აქვს მას შექმნილი რთული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე არაერთხელ იყო მიწვეული პარლამენტში, თუმცა მან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა.
„ერთი წელია არც ერთი მინისტრი არ გამოცხადებულა ჩვენი ფრაქციის მოწვევით პარლამენტში. ერთი წელია ვერ გამონახეს დრო, რომ მოსულიყვნენ. ცხადია, რომ მათ ოპონირების რეჟიმში უჭირთ პასუხის გაცემა და გამოიყურებიან უსუსურად, მაგრამ ამით ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ „ფეხებზე ჰკიდიათ“ კანონი, ხალხი და პარლამენტი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის წევრი ოთარ კახიძე კი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მთავრობის სხდომის შემდეგ გასცეს ჟურნალისტების კითხვებს პასუხი.
„იქნებ ჰკითხოთ პრემიერ-მინისტრს რატომ არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს მინისტრები, რატომ არ სცემენ პატივს სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი - კანონის შესრულება თუ ოლიგარქის ინტერესების გატარება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.