კაზუო იშიგურო- ნობელის პრემიაზე ჩემი გამარჯვება შეცდომა იყო

  10:57:29     11-10-2017

წარმოშობით იაპონელმა, ბრიტანელმა მწერალმა კაზუო იშიგურომ BBC–სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ნობელის პრემიაზე მისი გამარჯვება შეცდომა იყო.

“ის, რომ ნობელის პრემია მე ავიღე, სრულიად მოულოდნელი იყო” – დასძინა მწერალმა.

ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა. 1901 წლიდან ჯილდო მიიღო 114 მწერალმა, რომელთაგან 14 ქალი იყო. 28 ნაწარმოები ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, 77 პროზაული ტექსტი იყო.
2017 წლის ლაურეატების გამოცხადება 2 ოქტომბერს დაიწყო. ნობელის პრემია უკვე გადაიცა მშვიდობის, ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის დარგებში.