მექსიკაში ციხის დაპირისპირების დროს 13 პატიმარი დაიღუპა

  09:26:10     11-10-2017

მექსიკაში, ქალაქ კადერეიტას, ნუევო ლეონეს შტატის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პატიმარი.
არსებული ინფორმაციით, არეულობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ შეიარაღებულ დაჯგუფების წევრებს შორის მოხდა. ბუნტის დაწყებისას პატიმრებმა უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობა მათთან მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა, დიალოგი უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურმა შტურმის განხორციელების გადაწყეტილება მიიღო.

ნუევო ლეონის შტატის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

ციხის ადმინისტრაციამ სპეცრაზმი გამოიძახა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.