საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

  09:23:18     11-10-2017

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. ჯამში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.

თბილისის საკრებულოსთან გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა.

საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.