ანანასის შემწვარი ნაჭრები
10:41:04     17-05-2011
მასალა:
8 ნაჭერი ანანასი
1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი შაქარი
საჭმელი სოდა დანის წვერით
1/8 ლიტრი რძე
ცხიმი
კონსერვირებული ანანასის ნაჭრები კარგად გავაშროთ. მომზადებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ თხევადი ცომი. ანანასის ნაჭრები ამოვავლოთ ამ ცომში და შევბრაწოთ ცხიმში (ცხიმი მთლიანად უნდა ფარავდეს ანანასს), მოოქროსფრო-მოყვითალო ფერის გაჩენამდე. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ჯერ კიდევ თბილი მივიტანოთ სუფრაზე.