შსს-ს განცხადებით, საკრებულოსთან აქციაზე 8 პირია დაკავებული

  18:13:12     10-10-2017

შსს-ს ცნობით, თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 8 პირია დაკავებული. 

ცოტა ხნის წინ, შსს-მ საკრებულოსთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

საკრებულოს შენობასთან ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს აქციები მიმდინარეობს, თუმცა ისინი არ ერთიანდებიან.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.