სალომე სამადაშვილი: ისინი ბიძინა ივანიშვილის მიწას იცავენ ქართველი ხალხისგან
15:42:17     10-10-2017
"დღეს, საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა".
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დეპუტატის საშვი აჩვენა და შესვლა მოითხოვა, თუმცა ის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.
"მე მათ ავუხსენი, რომ კანონი მაძლევს უფლებას შევიდე ამ შენობაში, თუმცა მათ არანაირი პასუხი არ გაგვცეს, თუ რის საფუძველზე გვეუბნებიან უარს. აქ, ამ შენობის წინ, დღეს უბრალოდ გარდაიცვალა ქართული სახელმწიფო და კანონი ამ ქვეყანაში”, - განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ საკრებულოს შენობის წინ მობილიზებული არ არიან პოლიციელები, არამედ ”გადაცმული ხალხი”.
"ისინი ბიძინა ივანიშვილის მიწას იცავენ ქართველი ხალხისგან, მათ შორის, მათი არჩეული წარმომადგენლებისგან პარლამენტში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.