მასობრივი გაფიცვა და შეწყვეტილი ავიარეისები საფრანგეთის მიმართულებით
15:41:06     10-10-2017
საფრანგეთში მასობრივი გაფიცვის გამო, დაგეგმილი ავიარეისების 30 პროცენტი გაუქმდა.
შეზღუდვები შეეხება Air France-ის, Easyjet-ისა და Ryanir-ის ფრენებს. გაუქმდა რეისები ბორდოს, ლიონის, პარიზის, ნიცის, მარსელის და ტულუზის აეროპორტებიდან. ამის შესახებ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
დღეს საფრანგეთში რამდენიმე პროფკავშირის ორგანიზებით მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. გაფიცვაში საჯარო სამსახურების თანამშრომლები - მასწავლებლები, ექიმები, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლები მონაწილეობენ. რის გამოც შეფერხებებით მუშაობენ საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამართალდამცავი სტრუქტურებიც. პროფკავშირების ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით 150 მანიფესტაცია გაიმართება.
აქციის წევრები მთავრობის მიერ გატარებულ სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. კერძოდ კი, სამუშაო ადგილების და შემწეობების შემცირებას.