"ეს ტერიტორიები უნდა დარჩეს თბილისს, ამისთვის ვიბრძვით"

  15:06:51     10-10-2017

თბილისის საკრებულოს წინ ხმაური და დაპირისპირება გრძელდება. საკრებულოს შენობაში „ენმ“-ის პარლამენტის დეპუტატები შესვლას ცდილობენ.

„ეს ტერიტორიები უნდა დარჩეს თბილისს, ამისთვის ვიბრძვით, დაიწყება სხდომა და დაიწყება ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი“ - აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

საკრებულოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. 

საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.