"ვინც დაგიკვეთათ აქ დგომა, უთხარით, რომ კონსტიტუციას არღვევენ თქვენი გამოყენებით"

  14:54:35     10-10-2017

თბილისის საკრებულოს შენობასთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. პოლიცია დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ სამართალმდაცველებს მიმართა.

"ვინც დაგიკვეთათ აქ დგომა და ეს უკანონობა, დაურეკეთ და აუხსენით, რომ კონსტიტუციას არღვევენ თქვენი გამოყენებით... თქვენ არღვევთ კონსტიტუციას", - მიმართა ბოკუჩავამ შსს- ს წარმომადგენლებს.