"აშკარად არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია"

  14:26:30     10-10-2017

პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატებს მაშინ აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება, როდესაც ამას კონსტრუქციულ რეჟიმში ახორციელებენ, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ლიდერების განცხადებები, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. 

„აშკარად არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომის ფუნქციონირებას ხელი შეუშალონ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია, დებოში. ეს არის თვითმმართველობის წარმომადგენლობის მთავარი ორგანო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.