გია ვოლსკი: საპენსიო ფონდი საერთოდ გადაწყვეტს და საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას
14:14:33     10-10-2017
"საპენსიო ფონდი იქმნება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას" -
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბიუჯეტი სოციალურ პროექტებზე იყოს ორიენტირებული.
"უამრავი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი სარგებლობს იმ შეღავათებით, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკა აწესებს. ეს პოლიტიკა გასაძლიერებელია საბიუჯეტო ნაწილითაც. ხელფასებისა და პენსიების მატებასთან დაკავშირებით იყო პოლემიკა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია პენსიების მომატება მთიან რეგიონებში, მნიშვნელოვანია ხელფასების მომატება და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ვივლით. საპენსიო ფონდი იქმნება, რასაც ასე ელოდა მთელი საზოგადოება. ეს საპენსიო ფონდი რასაკვირველია, საერთოდ გადაწყვეტს და საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდისთვის 2018 წლიდან სერიოზული რესურსი იქნება მობილიზებული.