ზაზა პაპუაშვილი: ზოგიერთ სკოლაში რუსული ენა რატომ არ ისწავლება?
14:10:01     10-10-2017
“ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც... მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, თქვენი აზრი როგორია?“
ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა.
თეიმურაზ მურღულიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ საქართველოს სკოლების სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური, მეორე ენას კი სკოლა თავად ირჩევს.
მისივე თქმით, საქართველოში ინგლისურის სწავლება არის სავალდებულო და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან ინგლისური არის ის ძირითადი ენა, რომელზეც დღეს მოიპოვება ყველაზე მეტი მასალა მეცნიერებაში, ყველაზე მეტი საგანმანათლებლო რესურსი.
"მეორე ენის არჩევანის პრობლემა არც ერთ სკოლას არ აქვს. ეს ენა არჩევითია. თუ სკოლა აირჩევს რუსულ ენას, შეუძლია, რუსული ენა ასწავლოს“, - განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.