"ხელისუფლების ეს სამარცხვინო საქციელი ნიშნავს მის დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ"
14:07:22     10-10-2017
"ჩვენი მოვალეობაა, დავაფიქსიროთ, რომ ვცდილობდით კონსტიტუციური კანონიერი უფლება განგვეხორციელებინა და ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მოგვცეს ამის საშუალება", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რომ არასდროს აღარ იყოს თბილისის მერია ორგანო, რომელიც ემორჩილება ადამიანს და მის პირად კაპრიზებს და არ არის ანგარიშვალდებული ხალხისა ან მათი რჩეული დეპუტატების მიმართ.
აქ მთავარი ის კი არ არის, რომელ პარტიას წარმოვადგენთ, დეპუტატები რომ ვართ, ეს ნიშნავს ხალხის წარმომადგენლობას და ეს სამარცხვინო საქციელი ნიშნავს დამოკიდებულებას საზოგადოებისა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.
ჩვენი მოვალეობაა, დავაფიქსიროთ, რომ ვცდილობდით კონსტიტუციური კანონიერი უფლება განგვეხორციელებინა და ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მოგვცეს ამის საშუალება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
საკრებულოსთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.