სირიაში რუსული გამანადგურებელი „სუ-24“ ჩამოვარდა - ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ
12:40:13     10-10-2017
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში რუსული გამანადგურებელი „სუ-24“ ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თვითმფრინავი სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას 10 ოქტომბერს ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ. მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.
რუსული გამანადგურებლები სირიაში, კერძოდ, ლატაკიის პროვინციაში, სამხედრო ავიაბაზაზე არიან დისლოცირებულნი. ისინი სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ ავიაიერიშებს ახორციელებენ.