ნაც-მოძრაობა საკრებულოში შესვლისათვის, სპეცრაზმი კი, აქციის დარბევისათვის ემზადება
12:39:34     10-10-2017
თბილისის საკრებულოს მიმდებარედ, პოლიციის გარდა, სპეციალური რაზმებია მობილიზებული. სახელმწიფო კანცელარიის სიახლოვეს შეინიშნება სპეცრაზმელთა სიმრავლე. ნაწილი ავტობუსებში ელოდება ბრძანებას, რომელიც, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის დაშლა-დარბევა იყოს.
მთავარი ოპოზიციური პარტია თბილისის საკრებულოს მიერ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისათვის პუშკინისა და თაგორის მთის ნაწილის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს. საკრებულომ ამ საკითხს კენჭი სწორედ დღეს, 4 საათზე უნდა უყაროს.
რა იყო გუშინ...
ივანიშვილი, პრემიერობის დროს ხშირად მწვავედ აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმის გამო რომ სააკაშვილმა, ამა თუ იმ ინვესტორს ქონება სიმბოლურ ფასად გადასცა.
[I=3]იგივე რიტორიკას აგრძელებდა მისი მემკვიდრე, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც წინა ხელისუფლებას დანაშაულადაც კი უთვლიდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის შემთხვევებს.
თუმცა, ვერც ბატონმა ბიძინამ და ვერც ბატონმა ირაკლიმ ვერ აღმოაჩინა ფაქტი, რომლის მიხედვითაც მთავრობამ, მაგალითად, სააკაშვილს სახელმწიფო ქონება ერთ ლარად დაუკანონა.
რა არის დღეს...
დღევანდელი ხელისუფლება სწორედ მის არაოფიციალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს აძლევს ქონებას, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, პუშკინის სკვერის გაგრძელებაა და რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
ე.წ. გეგმის მიხედვით, პუშკინის სკვერის „დახერხვა“ ბატონ ბიძინას მიწისქვეშა პარკინგისათვის სჭირდება, რომელიც იქვე, მისივე კომპანიის მიერ აშენებულ სასტუმროს მოემსახურება.
[I=2]რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის გაგრძელებას - თაგორის მთას, აქ, მილიარდელს გოლფის მოედნების მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ასევე, პუშკინის სკვერის გვერდით აშენებული სასტუმროს სერვისი და ცხადია, ფასიანი იქნება.
თუმცა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილი, რომელმაც თითქმის ყველაფერი იკადრა რაც შეეძლო, ირწმუნება, რომ მიწისქვეშა პარკინგი და თაგორის მთაზე დაგეგმილი სიკეთე, ბატონ ბიძინას ისევ ჩვენთვის უნდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, ვერ ვხვდებით...
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
ცოტა ხანში, მთავარი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას გეგმავს. მისი ლიდერები აცხადებენ რომ აქციის მონაწილეები თავად გადაწყვეტენ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
სავარაუდოდ, ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას შეეცდებიან, რომლის შესასვლელებიც პოლიციას აქვს ბლოკირებული და იქ, პარლამენტის წევრებსაც კი არ უშვებენ.
მიუხედავად იმისა რომ დეპუტატებს კანონით აქვთ გარანტირებული უფლება, შეუფერხებლად შევიდნენ თვითმმართველობის ორგანოებში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს, კანონი ბატონი ბიძინა და ალიბეგაშვილია, რომელიც თურმე თავად წყვეტს, ვინ შეუშვან თბილისის საკრებულოში და ვინ - არა.