პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა

  11:30:50     10-10-2017

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნებიდან პირველი ოთხი თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების“ საკითხებია. მისივე თქმით, მეხუთე საკითხიც ასევე "ქართულ ოცნებას ეკუთვნის", ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეექვსე საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.