თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული
10:23:04     10-10-2017
თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.