საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის 3 კანდიდატს კენჭს დღეს უყრიან

  09:25:55     10-10-2017

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციან სიას დღეს განიხილავს. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9-13 ოქტომბრის პლენარული სესიის დღის წესრიგი PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საკითხის პლენარულ სესიაზე გატანამდე, 29 სექტემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტში გაიმართა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოსტზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია არიან წარდგენილი. კომიტეტი, სავარაუდოდ, ერთ არ ორ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.