კახა კალაძე ქუჩის კალათბურთის ტურნირის გახსნას დაესწრო

  16:57:19     09-10-2017

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ქუჩის კალათბურთის ტურნირის გახსნას დაესწრო.

სპორტული ღონისძიება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს და ერთ კვირას გასტანს.

ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართვა.

გამარჯვებული გუნდი კვირას, ფინალურ თამაშზე გამოვლინდება.