ვინ გახდა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი?

  14:15:27     09-10-2017

2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, ამერიკელი რიჩარდ ტალერი, ქცევით ეკონომიკაში წვლილის შეტანის გამო გახდა.

ქცევითი ეკონომიკა სწავლობს სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფაქტორების გავლენას სხვადასხვა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც იღებს კერძო ან საჯარო პირი. პრემიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტალერის ნაშრომით, ეკონომიკის ფსიქოლოგიის გაგება გახდა შესაძლებელი.

ამით "ნობელის კვირეული“ დასრულებულია.