დუბაის ხელისუფლებამ ქალაქის საცობებისგან განსატვირთად მფრინავი ტაქსები დანერგვა გადაწყვიტა

  14:06:43     09-10-2017

დუბაის ხელისუფლებამ ქალაქის საცობებისგან განსატვირთად მფრინავი ტაქსები დანერგვა გადაწყვიტა.

მფრინავი ტაქსის პირველი საცდელი რეისი წარმატებით ჩატარდა და დუბაის გზებისა და ტრანსპორტის სამმართველომ უკვე მოიწონა ის.ჩინური Ehang 184-ს ჰაერში 30 წუთის განმავლობაში შეუძლია ყოფნა და 160 კმ/სთ-ს ავითარებს, რაც ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისასვლელად სავსებით საკმარისია.

ის აღჭურვილია ქალაქის სენსორული რუკით, რომელზეც მგზავრს საჭირო წერტილის არჩევა შეუძლია.

მფრინავი ტაქსი მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება მგზავრებისთვის. გაუმართავობის შემთხვევაში მანქანა, ელექტროძრავების წყალობით, კომფორტულად დაეშვება მიწაზე. აკუმულატორის დატენვას სულ რაღაც ერთი-ორი საათი სჭირდება.