პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
13:51:18     09-10-2017
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.
მთავრობის პროექტს დღეს პარლამენტის 6 კომიტეტი განიხილავს.
2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ ლარზე მეტი იქნება, თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციამ ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები უკვე გამოთქვა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტში არასწორად არის გადანაწილებული, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 112 მილიონი ლარით ეზრდება დაფინანსება, პენსიების ზრდა მაინც არ არის გათვალისწინებული.
საპარლამენტო ოპოზიციაში აინტერესებთ, რატომ არის 46 მილიონით ნაკლები თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და როგორ უნდა გადანაწილდეს ამ უწყებაში პრიორიტეტები.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სალომე სამადაშვილს აინტერესებს, როგორ გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურა და თავდაცვითი შესაძლებლობები.
ფრაქცია ”ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უკმაყოფილოა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული.
მმართველ გუნდში ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები ამ დროისთვის არ გააჩნიათ.