იენს სტოლტენბერგი- შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით

  12:51:21     09-10-2017

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო რუსეთთან მიმართებაში ორმაგ მიდგომას ავითარებს, რომელიც მძლავრ თავდაცვასა და შინაარსობრივ დიალოგს მოიცავს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის შეშფოთებულია მათ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით და სამხედრო სწავლებების გაუმჭვირვალობით.

ამის გათვალისწინებით ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან ორმაგი მიდგომის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რუსეთს მოვუწოდებთ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. ნატო-ს არ სურს ახალი ცივი ომი, ხოლო ჩვენი ქმედებების მიზანი კონფლიქტის თავიდან აცილებაა და არა კონფლიქტის წარმოშობა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.