ბანგლადეშში ნავის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

  09:30:22     09-10-2017

ბანგლადეშთან ახლოს, მდინარე ნაფზე მუსლიმი როჰინჯებით სავსე ნავი გადაბრუნდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, 20-მდე კი დაკარგულად ითვლება.

სანაპირო დაცვის განცხადებით, ნავის გადაბრუნება მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა განაპირობა. მასში დაახლოებით 40-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

8 მათგანის გადარჩენა მოხერხდა. მდინარეზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის ბავშვევბიც არიან.