დღეს ევროსაბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

  09:28:12     09-10-2017

დღეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, კანდიდატებად კვიპროსიდან სტელა კირიაკიდესის და ლიტვიდან ემანუელ ზინგერსის კანდიდატურებია წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.

პედრო აგრამუნტის იმპიჩენტის პროცედურა ზაფხულში დაიწყო. ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, რომ აგრამუნტი ასამბლეის ნდობით ვერ სარგებლობდა და ის ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანს აყენებდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები ევროსაბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან.