ანა დოლიძე: პრეზიდენტი მზად არის დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას
14:58:49     06-10-2017
„პრეზიდენტი მზად არის, დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციის დოკუმენტი ნაკლოვანებებს შეიცავს, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ასევე, ბონუსის სისტემას.
„კომისიის თავმჯდომარემ და მომხსენებლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი იმას, რომ დოკუმენტში რჩება მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს ეხება ფართო კონსენსუსის ნაკლებობას და ასევე, ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბონუსის სისტემას და ა.შ. პრეზიდენტი მზადაა, დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას. ამ შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობაზე ასევე, აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ თავის დასკვნითი სიტყვის დროს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.